Search
  • Admin

9 ნოემბრიდან "კომენდანტის საათი" დაწესდა


ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება.

ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე.


გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკ

ური პირისთვის გათვალისწინებულია 2 000 ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 ათასლარიანი.


„ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და, რა თქმა უნდა, საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისთვის სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული, ასევე მედია დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.

სანქციები გვაქვს განსაზღვრული იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს.

ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული – 2 000 ლარი ფიზიკური პირისთვის, იურიდიულისთვის 10 ათასი ლარი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.


12 views0 comments

Recent Posts

See All

მოსახლეობის 10%-ს COVID-19 ინფექცია გადატანილი აქვს.

ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის შეფასებით მსოფლიოს მოსახლეობის ყოველ მეათეს COVID-19 ინფექცია უკვე გადატანილი აქვს. ეს დაახლოებით 79