
Admin
დეკემბრიდან "მწვანე პასპორტებს" შემოიღებენ
Updated: Jan 24

1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის" კონცეფცია.
პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ:
ვაქცინირებულია სრულად
ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი
24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი
გადატანილი აქვს კორონავირუსი
მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=556&info_id=80696